LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშოების მწარმოებელი Toyota-ს პიკაპის შექმნაში დაეხმარა (ვიდეო)

29

კომპანია Toyota-ს ავსტრალიურმა ოფისმა სატვირთო სათამაშო ავტომობილების მწარმოებელ ფირმა Tonka-სთან ერთად Hilux-ის ბაზაზე ექსტრემალური პიკაპი შეიმუშავა. ავტომობილი ერთბაშად სამი მოვლენის აღსანიშნავად ააწყვეს: 2016 წელს ავსტრალიის ბაზარზე Hilux-ის რეკორდული გაყიდვები, Tonka-ს 70 წლის და იაპონური ავტომწარმოებლის 80 წლის იუბილე.

HiLux Tonka-ს შემუშავებაში მელბურნში ტოიოტას შტაბ-ბინაში მომუშავე დაახლოებით 150 დიზაინერი და ინჟინერი მონაწილეობდა. ავტომობილი შავ-ყვითელ ფერებშია შესრულებული, რაც კომპანია Tonka-ს სათამაშო ავტომობილებისთვის არის დამახასიათებელი.

”ტოიოტას” ინჟინრებმა ავტომობილზე ახალი ყველგანმავალი საკიდარი დააყენეს, შეცვალეს წინა ბამპერი და ა.შ.

ყველა ”დამუშავების” შემდეგ ავტომობილი 300 კილოგრამით დამძიმდა და 2,4 ტონას იწონის.

https://www.youtube.com/watch?v=LVHxDHyD_JM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები