LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო ავტომობილის მძღოლები შეიძლება კომპიუტერმა ჩაანაცვლოს

49

გერმანული საავტომობილი ბრენდის Mercedes-Benz პროექტის ”ევროპული სატვირთო ქარავანი” ფარგლებში სატვირთო ავტომობილები გერმანიიდან დაიძრნენ და დანიშნულების ადგილამდე მძღოლის გარეშე, დაუზიანებლად, მივიდნენ.

უპილოტო სატვირთოებმა საერთო ჯამში შტუტგარტიდან როტერდამამდე 600კმ-მდე მანძილი დაფარეს. აღსანიშნავია, რომ ”ევროპული სატვირთო ქარავანი” – ეს გახლავთ უნიკალური შეჯიბრი, რომელიც ჰოლანდიის მთავრობის ინიციატივით, კომპანია Mercedes-Benz-ატარებს.

ამ აქცია-შეჯიბრით, გერმანელებმა საკუთარი ძალები სატვირთო ავტომობილების დამზადებაშიც მოსინჯეს და თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ, მათ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და ძალიან მალე სრულიად შესაძლებელია, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლები კომპიუტერებმა ჩაანაცვლონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები