მსოფლიოში საუკეთესო ტურისტული დანიშნულება The Traveler’s Choice Awards Best of The Best-ის რეიტინგის მიხედვით ლონდონი გახდა. საინტერესო სია მოგზაურობის დასაგეგმი პორტალის Tripadvisor-ის შეფასებებზე დაყრდნობით შედგა.
ლიდერობა ბრიტანეთის დედაქალაქს ისტორიული დანიშნულებების და წარმოუდგენელი ატმოსფეროს დამსახურებით ხვდა წილად. რეიტინგის მეორე ადგილზე ინდონეზიური კუნძული ბალი გავიდა, მესამე კი – დუბაია.
საინტერესოა, რომ აუცილებლად სანახავ დანიშნულებათა პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე – სიცილია, პარიზი, რომი, ჰანოი, მარაკეში, კრეტა, ბანგკოკი და ჰოი-ანი.