ფლორენცია ევროპის საუკეთესო ქალაქად დასახელდა Travel + Leisure-ის 2025 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც მკითხველთა ხმის მიცემით ტარდება და მოგზაურთა საყვარელ მიმართულებებს ავლენს მთელ მსოფლიოში.
ტოსკანას დედაქალაქმა წლევანდელ რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ქალაქევს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. გლობალური რეიტინგის სათავეში მექსიკის სან-მიგელ-დე-ალიენდეა, შემდეგ მოდიან ოახაკა და ტოკიო.
ათეულში ლათინური ამერიკისა და აზიის ქალაქები დომინირებენ, თუმცა, პირველ ადგილებზე რამდენიმე ევროპული ქალაქიც მოხვდა.
რეიტინგი თითქმის 180 000 მკითხველს ეფუძნება. ქალაქები ექვსი კატეგორიის მიხედვით შეფასდა: ღირსშესანიშნაობები, კულტურა, საკვები, მეგობრული განწყობა, შოპინგი და ფასები.
იტალია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის სამი ქალაქიც ტოპ 25-ში იყო: ფლორენცია (11), რომი (18) და სიენა (23).
შედეგები შეესაბამება ტურიზმის მონაცემებს: იტალია 2024 წელს მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მონახულებადი ქვეყანა იყო, რომელმაც 71 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო.
რეიტინგში ფლორენციის შემდეგ ორი ანდალუსიური ქალაქია: სევილია მე-12 ადგილზე და გრანადა მე-13 ადგილზე. სტამბოლი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, მე-14 ადგილზე გავიდა.
და არის ერთი ტურისტული ქვეყანა, რომელიც გასაკვირად არ არის ამ სიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა, ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ტურისტით, საფრანგეთი წელს ტოპ 25-ში არ შედიოდა.