„რუსთავი 2“-ის გადაცემის „გული მღერის“ სცენაზე მომღერალი თამარ ალადაშვილი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერით „დაუკარით“ წარსდგა.
მსმენელმა თამუნას მიმართ დადებითი კომენტარები არ დაიშურა – „სიმღერა, შესრულება, ვიზუალი საუკეთესო… ძალიან ვისიამოვნე“, „ძალიან ნიჭიერო“, „საუკეთესოთა შორის საუკეთესო…საოცარი გოგო“, „ეს სიმღერა რამდენჯერაც არ უნდა მოვისმინო, გული სიამაყით მევსება“ „საოცარი შესრულებაა“ – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.