LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასმა საშუალოდ 8-10 თეთრით მოიმატა

31

ბოლო პერიოდში ყველა კომპანიაში საწვავის ფასმა საშუალოდ 8-10 თეთრით მოიმატა, – ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, საწვავზე ფასი მოემატა ყველა კომპანიაში, თითქმის ყველა საწვავზე.

”ფასის მატება შეეხო აბსოლუტურად ყველა კომპანიას, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო, ნაკლებად ცნობილი, ბრენდირებული თუ არა. აბსოლუტურად ყველა ოპერატორს მოუწია ბოლო პერიოდში ფასების მატება. ძირითადში ფასების მატების ტენდენცია დაიწყო 20 აგვისტოდან და მიმდინარე პერიოდამდე გაგრძელდა. ფასები საშუალოდ 8-10 თეთრით არის მომატებული. მანამდე, სადღაც, 5 თვის განმავლობში ფასები ძირითადად იკლებდა”, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

მთვრალაშვილი საწვავზე ფასების მატებას ორ ძირითად ფაქტორს უკავშირებს – ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების გაზრდას და საქართველოში ლარის კურსის ვარდნას დოლართან მიმართებაში. როგორც მთვრალაშვილი განმარტავს, აღნიშნული ორი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასების მატებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები