მიტოვებულ ბოქსში, რომელიც ნივთების შესანახად არის განკუთვნილი, 2009 წლის სუპერქარი Chevrolet Corvette Z06 იპოვეს. ამ მომენტისთვის 1152 კილომეტრი აქვს გავლილი. ის ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე იყიდება.
ლოტის აღწერაში ნათქვამია, რომ გამყიდველმა ავტომობილი VIN-ნომრით გადაამოწმა და დაადგინა, რომ ის მოპარული არ არის. ამასთან, ავტომობილს არანაირი დოკუმენტი არ აქვს. სწორედ ამიტომ ავტომობილი დაბალ ფასად იყიდება – სიახლის დაწერის დროს მასზე 152 ფსონი იყო გაკეთებული და ბოლო – 57 100 დოლარს შეადგენდა.
გამყიდველი აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირებისას ავტომობილმა რამდენიმე ნაკაწრი მიიღო. განცხადების განთავსებამდე კი სუპერქარში ყველა ტექნიკური სითხე შეცვალეს. Corvette-ს ისევ ქარხნული საბურავები აქვს.