LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებთ: ბოკა ხუნიორსმა გოგონები სახლში გაუშვა (ვიდეო)

10

“ბოკა ხუნიორსმა” გოგონების გულშემატკივართა გუნდი დაშალა.
კლუბის ხელმძღვანელების თქმით, გულშემატკივართა გუნდის რამდენიმე წევრი საზოგადოებაზე უარყოფით ზემოქმედებაში იყო შემჩნეული.
უარყოფით ზემოქმედებად კი რამდენიმე გოგონას ფემინისტური გამონათქვამები და რაც მთავარია მათ მიერ ბუენოს-აირესის ქალ მოსახლეობაში ამ იდეების გავრცელება ჩაითვალა.
“ლა ბოხიტასი” 2012 წელს შეიქმნა და იგი პროფესიონალი მოცეკვავეებსგან დაკომპლექტდა. ხუთი წელია “ლა ბოხიტასი” შეუცვლელი შემადგენლობითაა.

“ბოკას” მენეჯმენტი გოგონათა გუნდის რამდენიმე წევრის საქციელით წლევანდელი ზაფხულიდან მოყოლებული უკმაყოფილოა. როგორც მენეჯენტმა დაადგინა ფემინისტური მოძრაობის ინიციატორი ანაბელა კროსეტი იყო, რომელმაც გუნდის კიდევ რვა წევრი აიყოლია.

გოგონათა ახალი საგულშემატკივრო გუნდის შექმნას “ბოკა” არ გეგმავს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=J85EZgDE40c

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები