LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელაპმა შოტლანდიაში უზარმაზარი საცობი გამოიწვია

39

სელაპმა შოტლანდიაში უზარმაზარი საცობი გამოიწვია. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აბერდინშირის საგრაფოში მოხდა.

პატარა სელაპი, რომელიც სულ რაღაც 4-5 კვირის თუ იქნებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო შუა გზაზე აღმოჩნდა და მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა. სელაპი თავდაპირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა შეამჩნია, გაჩერდა, ავარიული განათება ჩართო და მომავალი მანქანების ყურადღებაც მიიქცია. სულ მალე მის სიახლოვეს რამდენიმე ავტომობილი გაჩერდა, გამვლელები მოგროვდნენ და იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ გადაერჩინათ პატარა ძუძუმწოვარი. ადგილზე პოლიციაც მალევე მივიდა და ცოტა ხანში სპეციალისტებიც გამოჩნდნენ. მათ სელაპი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ცოტა ხანში ღია ზღვაშიც გაუშვებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები