LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესი „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია

165

2016 წლის მონაცემებით, „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული ცნობილი ადამიანი მომღერალი სელენა გომესია. მის გვერდს 103 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამასთან სწორედ სელენას ფოტომ დაიმსახურა წელს ყველაზე მეტი „მოწონება“. მომღერლის „კოკა-კოლას“ სარეკლამო ფოტო 6 მილიონამდე ადამიანმა “დაალაიქა”.

რეიტინგის მეორე ადგილს ტეილორ სვიფტი იკავებს, რომელსაც 93,9 მილიონი გამომწერი ჰყავს, სამეულს კი არიანა გრანდე ხურავს 90,3 მილიონი „ფოლოვერით“. ტოპ-5-ეულში ასევე არიან ბიონსე და კიმ კარდაშიანი.

rs_600x600-160712125334-600-coca-cola-selena-gomez-youre-the-spark-071216

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები