ეშხიანმა შავგრემანმა ვარსკვლავმა, სელმა ჰაიეკიმ იმიჯი შეიცვალა. 52 წლის მსახიობი მოულოდნელად წითური გახდა.
აღსანიშნავია, რომ ,,ოსკარებზე” ნომინირებული ლამაზმანის გარდასახვა კომედიური ჟანრის ფილმს Limited Partnersუკავშირდება, რომელშიც 1 შვილის დედას პარტნიორობას ტიფანი ჰადიში და როუზ ბირნი უწევენ.
ამ დღეებში, პაპარაცებმა ვარსკვლავური ტრიო სწორედ ახალი პროექტის გადაღებებზე, ატლანტაში დააფიქსირეს.
კინოსურათი, რომლის რეჟისორი მიგელ არტეტაა, 2019 წლის 28 ივნისს გამოვა.