LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენსაცია ლონდონში

21

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, ლონდონის ”არსენალმა” ”ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 3:2 დამარცხდა.

ლონდონელებმა ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს, თუმცა ალფრედ ფინბოგასონის გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

აღსაღნიშნავია, ”მეთოფეთა” მეკარის დავიდ ოსპინას კურიოზული შეცდომა, რომლის შედეგადაც გოლი გავიდა, ასევე ოქსლიდ ჩემბერლენის ავტოგოლი.

”არსენალმა” ორი შეხვედრიდან ორივე წააგო და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგი ორი შეხვედრა კი მიუნხენის ”ბაიერნთან” ელის, გერმანელები კი საუცხოო ფორმაში არიან.

მატჩის შემდგომ, ლონდონელთა დამრიგებელი არსენ ვენგერი ოსპინას შეცდომას გამოეხმაურა.

“ახლა აქ არ უნდა ვიჯდე და არ უნდა გიხსნიდეთ, რატომ ავიყვანე ოსპინა და სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება.

გასულ სეზონში მან 19 მატჩში 14-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც ძალიან კარგი შედეგია. შეცდომებს კი ყველა უშვებს.

ამ მარცხით არაფერი დაკარგულა. შემდეგ ტურში ბაიერნის წინააღმდეგ უნდა მოვიპოვოთ ქულები”, – აცხადებს ვენგერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები