ცნობილი ამერიკელი მკვლელი-კანიბალის ჯეფრი დამერის ისტორიის შესახებ გადაღებულმა სერიალმა მისი მშობლიური ქალაქი მთავარ ტურისტულ დანიშნულებად გადააქცია. New York Post-ის ინფორმაციით, მილოუკის ჯეფრის გამო ათასობით ვიზიტორი მიაწყდა.
სერიალი – „მონსტრი: ჯეფრი დამერის ისტორია“ 2022 წლის სექტემბერში გამოვიდა და ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეიქმნა ტურისტული მარშრუტები, რომელიც მკვლელის კვალდაკვალ მიდის. ადგილობრივ გიდთა ინფორმაციით, ქვეითთა ტურები ბოლო პერიოდში 4-დან 16-მდე გაიზარდა.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქალაქს უამრავი ადამიანი აკითხავს ესპანეთიდან თუ გერმანიიდან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტურისტთა 90% 20-24 წლის ქალები არიან.