LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელმა ერთადგილიან საკანში 45 წელი გაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

139
1_CD6061239ROBERT-MAUDSLEYframe

დიდ ბრიტანეთში სერიულმა მკვლელმა ერთადგილიან კამერაში, სადაც მხოლოდ საწოლი და კედლები იყო – 16,4 ათასი დღე გაატარა. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია.

69 წლის რობერტ მოდსლიმ პირველი მკვლელობა 1974 წელს ჩაიდინა და მალევე ციხეში მოხვდა. 1978 წელის 18 ივლისს მან ორი თანასაკნელი მოკლა, რის შემდეგაც ცალკე საკანში გადაიყვანეს. სხვა ბრალდებულები თუ ციხის თანამშრომლები მოდსლისთან შეხვედრაზე უარს ამბობდნენ, ამიტომ 1983 წელს მისთვის სპეციალური კამერა ააგეს.

ამ ოთახში ბრიტანელმა თითქმის 45 წელი გაატარა, თანაც სრულ მარტოობაში. ერთხელ მან თუთიყუში მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. 2000 წელს პატიმარმა სიკვდილის უფლებაც მოითხოვა, თუმცა დადებითი პასუხი ვერც ამაზე მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები