ბიჭი კინაღამ შეიშალა, როდესაც რამოსმა მას მაისური აჩუქა.
მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი გააბედნიერა ევრო 2020-ის მატჩებისთვის მოსამზადებელ ღია ვარჯიშზე.
ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელი მაყურებლებთან მივიდა ავტოგრაფების დასარიგებლად. იგივე გააკეთა „ფურია როხას“ მაისურში გამოწყობილ ქომაგთან. მერე კი ადგა და საერთოდ საკუთარი მაისური უსახსოვრა. ამან კი ენით გამოუთქმელი ემოცია გამოიწვია, ახალგაზრდა ცოტა ხნით უბრალოდ ჭკუიდან შიეშალა.
ესპანეთისა და ნორვეგიის მატჩი „მესტალიაზე“ 23 მარტსაა.
რამოსს კი ნაკრებთან ერთად ორი ევრო და ერთი მსოფლიო აქვს მოგებული.
View this post on Instagram@sergioramos #thebeautifulgame ?⚽️❤️ Via:@sefutbol?
A post shared by Football Soccer Futbol (@rldesignz) on