მიმდინარე წლის მაისში, კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.
ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 17 და 31 მაისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Korean Air-ს 23 აპრილს მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ Korean Air კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც „SkyTeam“-ის ალიანსის წევრია და 43 ქვეყნის 123 მიმართულებით ოპერირებს.