LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირამ ლათინური გრემი მიიღო პიკესთან განშორებაზე სიმღერისთვის: ჯილდო სერხიო რამოსმა გადასცა

124
34de9515f48d2b6049ac48b399acf

2023 წლის იანვარში კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ არგენტინელ დიჯეი Bizarrap-თან ერთად დის-ტრეკი გამოუშვა, რომელშიც ასეთი სიტყვები იყო „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ჟერარ პიკეზე: „შენ გაცვალე „ფერარი“ „ტვინგოზე“ („რენო“). ჩემნაირი არ არის ისეთებისთვის, როგორიც შენ ხარ“.

ხელოვნებისა და მეცნიერების ლათინუროამერიკული აკადემიის მუსიკალური პრემია პირველად ჩატარდა აშშ-ს მიღმა – ესპანეთის ქალაქ სევილიაში.

სამი ჯილდო, „წლის სიმღერის“ ჩათვლით, შაკირამ მიიღო. სამიდან ორი პრიზი მას „სევილიას“ ფეხბურთელმა, „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა გადასცა (საპატიო სტუმრად იყო მიწვეული).

სერხიო რამოსსა და პიკეს ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ საძულველი გუნდების რიგებში („რეალი“-„ბარსელონა“), თუმცა ამასთანავე ესპანეთის ნაკრების მაისურით ერთადაც თამაშობდნენ.

შაკირა, პიკესთან დაშორების შემდეგ ორ ვაჟთან ერთად ბარსელონიდან მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები