LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალკეს ქურდი ფეხბურთელი დედის თხოვნით ჩაბარდა

50

”შალკეს” ექსფეხბურთელმა ოქროს ფილა მოიპარა, თუმცა პოლიციას დედის თხოვნით ჩაბარდა. სპორტსმენს ნამუსმა შეაწუხა.
Tele M1-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საიუველირო მაღაზიაში შევიდა და დასათვალიერებლად ოქროს ფილა მოითხოვა, რომლის ღირებულებაც 8,5 ათასი ევროა. შემდეგ ”შალკეს” ყოფილმა ფეხბურთელმა ფილა მოიტაცა და მიიმალა, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის მეპატრონე ხელის შეშლას ცდილობდა. ამის შემდეგ ფეხბურთელი მაღაზიაში დედასთან ერთად დაბრუნდა, მფლობელს ბოდიში მოუხადა და ყველა ზარალი აანაზღაურა. შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
ამჟამად სპორტსმენი გათავისუფლებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები