შამპანურის უნიკალური ბოთლი Château Avenue Foch, 2017 წლის ჩამოსხმა 2,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. CNN-ის ინფორმაციით, შამპანური იტალიელმა ძმებმა შეიძინეს.
ამ ბოთლის შექმნის იდეა ბრიტანელ მეწარმეს და თვითაღიარებულ შამპანურის ექსპერტს შამი შინხუს ეკუთვნის. თავისი იდეა შინხუმ NFT-დიზაინერთან ერთად განახორციელა და პროექტის მიზანი NFT-ის შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო.
ბოთლი იტალიელმა კრიპტო ინვესტორმა ძმებმა ჯოვანი და პიერო ბუონოებმა შეიძინეს. ჯოვანის თქმით, ისინი შამპანურის გახსნას ნამდვილად არ აპირებენ და ეს უბრალოდ კარგი ინვესტიცია იქნება.
შინხუც ვარაუდობს, რომ ბოთლს მომავალში კიდევ უფრო სარფიანად გაყიდიან.
NFT იშიფრება როგორ non-Funhible token, ანუ არა ჩანაცვლებადი (უნიკალური) ტოკენი, რომლის შესაქმნელადაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოიყენება. პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, NFT ფასიანი ქაღალდივითაა, რომელიც ინტერნეტში არსებული ციფრული ობიექტის შესახებ (იქნება ეს ფოტო, ნახატი, აუდიო თუ სხვა ფაილი) საკუთრების უფლებას ადასტურებს.