LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომები, რომლებსაც მამაკაცები პირველ პაემანზე უშვებენ

50

მართალია, მამაკაცების ერთ ნაწილს უამრავი „პირველი პაემანი“ ჰქონია ცხოვრებაში, მეორე ნაწილს კი, საერთოდ არ აქვს სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამოცდილება, მაგრამ ერთნიც და მეორენიც პირველ პაემანზე მაინც უამრავ შეცდომას უშვბენ.

 

* პაემანზე დაგვიანება

დაგვიანების უფლება მხოლოდ ქალს აქვს, მამაკაცის დაგვაინება კი, მის უყურადღებობას და არასაიმედოობას უსვამს ხაზს.

* დაუგეგმავი საღამო

პაემანისთვის მზადებისას, აუცილებელია შეიმუშავოთ გეგმა თუ სად გაატარებთ საღამოს, რადგან ქალბატონები ყოველთვის მამაკაცისგან ელიან ინიციატივას და ძალიან არ უყვართ შეკითხვა: „სად გინდა, წავიდეთ?“

* „არაკომფორტული“ კერძი

არასდროს შეუკვეთოთ კეძი (სოუსით, ცხიმიანი), რომლის მირთმევა შუძლებელია ხელის დასვრის გარეშე. წინასწარ გაარკვიეთ თქვენი რჩეულის გასტრონომიული სურვილებიც და სწორედ ამის გათვალისწინებით შეარჩიეთ რესტორანი.

* ეგოიზმი

რა თქმა უნდა, პირველ პაემანზე აუცილებელია საკუთარი დადებითი თვისებების დემონსტრირება, თუმცა, არ მოგივიდეთ ზედმეტი. არცერთ ქალს არ მოეწონება თუ მთელი საღამო მხოლოდ საკუთარ თავზე ილაპარაკებთ.

* კრიტიკა

თავისუფლად შეიძლება არ დაეთანხმოთ თქვენი ქალბატონის მოსაზრებას, არ გაიზიაროთ მისი შეხედულება და გემოვნება, თუმცა, ნუ იჩქარებთ მის გაკრიტიკებას. პირველი პაემანი სწორედ იმისთვისაა, რომ უკეთ გაიცნოთ და გადაწყვიტოთ, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს.

* სხვა გოგონების მიმართ ყურადღების გამოჩენა

გახსოვდეთ, რომ არჩევანი უკვე გააკეთეთ და პაემანზეც საკუთარი ნებით წახვედით, ამიტომ კეთილი ინებეთ და თავი შეიკავეთ სხვა გოგონების მიმართ ყურადღების გამოჩენისგან.

* ყოფილი შეყვარებულების გახსენება

ყოფილ შეყვარებულებზე ნურც კარგს იტყვით, ნურც ცუდს. დადებითის თქმა ნოსტალგიას ნიშნავს, უარყოფითი კი, ნებისმიერ ქალს დააფრთხობს, რადგან პირველ რიგში სწორედ საკუთარ თავს წარმოიდგენს მის ადგილას.

* წუწუნი

პირველ პაემანზე არ ღირს თავის მოსაწყლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქალი მოთმინებით მოისმენს თქვნს ტრაგიკულ ისტორიებს, მაგრამ არაა გამორიცხული მსგავსი წუწუნის შემდეგ სამუდამოდ გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან, რადგან ქალებს ძალიან არ უყვართ სუსტი და წარუმარტებელი მამაკაცები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები