LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისათვის, რომ პირველი პაემანი წარმატებული იყოს – 6 რჩევა

356
Screenshot 2023-07-21 150715

პირველი პაემანი, არსებობს კი ისეთი ადამიანი ვინც ასეთ დროს არ ნერვიულობს? ან ისეთი ვისაც წარუმატებელი პირველი პაემანი არ ჰქონია? ან, იცით ის, თუ რა უნდა გააკეთოთ პირველ პაემანზე? თუკი პასუხი უარყოფითია, მარტო ნამდვილად არ ხართ. ძალიან ცოტა ადამიანი თვლის პაემნებს მარტივ რამედ, მიუხედავად იმისა რომ სოციალური ქსელების ეპოქაში ვცხოვრობთ.

კარგი ამბავი ისაა, რომ სწორი სტრატეგიით ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს აარიდებთ თავს და სანერვიულოც ნაკლები გექნებათ.

1. არ გაართულო ყველაფერი
პირველი პაემანი ისედაც ბევრ გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული და უფრო მეტად გართულება არ სჭირდება. არ გინდათ იდეალური საღამოს დაგეგმვა, პირიქით ჯობს ყველაფერი მარტივად იყოს, ფინჯანი ყავა რომელიმე კაფეში, რათა ზუსტად მიხვდეთ საჭიროა თუ არა მეორე პაემანი.

2. უაზროდ ნუ დაისტრესები
ცოტა ღელვა პირველი პაემნის წინ ნორმალურია, თუმცა ზედმეტი სტრესი პაემანზე თავს ძალიან არაკომფორტულად გაგრძნობინებთ. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მოდუნდებით ყველაფერი უფრო უკეთ ჩაივლის.

3. შეწყვიტე მესიჯობა და პირადად შეხვდი
კომუნიკაცია შესაძლოა აპლიკაციაში ან რომელიმე სოცქსელში დაიწყოს, თუმცა იქ დიდ ხანს არ უნდა დარჩეს. მესიჯობა მეორე ადამიანზე გარკვეულ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თუმცა რეალობის უკეთ აღსაქმელად პირადად შეხვედრა სჯობს.

4. მოამზადე თემები
როგორ უნდა მოემზადოთ პირველი პაემნისთვის?
მოიფიქრეთ თუ რაზე გსურთ საუბარი. ისიც დაიმახსოვრეთ, რომ კითხვები იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც პასუხები. მოუსმინეთ თქვენს მოსაუბრეს კარგად და ამით თავი მაქსიმალურად კომფორტულად აგრძნობინეთ. რამდენ ფულს შოულობს და როგორ დაასრულა ბოლო სასიყვარულო ურთიერთობა – კარგი კითხვები ნამდვილად ვერ არის.

5. მეტი თავდაჯერებულობა
უმრავლესობას მოსწონს თავდაჯერებული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. გამოიპრანჭეთ, ჩაიხედეთ სარკეში, დარწმუნდით რომ იდეალურად გამოიყურებით და მხოლოდ ამის შემდეგ გადით სახლიდან.

6. გულწრფელი იყავი საკუთარი თავის მიმართ
პაემანი გამარჯვებულების და დამარცხებულების შესახებ არ არის. პაემანი იმ ადამიანის საპოვნელადაა, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, როცა საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი იქნებით და პოტენციურ პარტნიორსაც თქვენს რეალურ შინაგან სამყაროს დაანახვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები