LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქი? – 2026 წლის რეიტინგი

117
ქირიას NEWS შაბლონი

დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი საცხოვრებლად მსოფლიოში საუკეთესო ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ Economist Intelligence Unit (EIU)-ის 2026 წლის Global Liveability Index-შია აღნიშნული, რომელმაც მსოფლიოს 173 ქალაქი ცხოვრების ხარისხის მიხედვით შეაფასა.

კოპენჰაგენი პირველ ადგილს ზედიზედ მეორე წელია ინარჩუნებს. ქალაქმა მაქსიმალური – 100 ქულიანი შეფასება მიიღო სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში, ხოლო ჯანდაცვისა და კულტურის მიმართულებითაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. საერთო შეფასებამ 98 ქულა შეადგინა.

რეიტინგში მეორე ადგილს ვენა და ციურიხი იყოფენ, ხოლო მათ მელბურნი, ჟენევა, სიდნეი, ოსაკა, ოკლენდი, ადელაიდა და ვანკუვერი მოსდევენ. როგორც კვლევა აჩვენებს, საუკეთესო ათეულში კვლავ ევროპისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქალაქები დომინირებენ.

EIU ქალაქებს ხუთი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს: სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა. კვლევის ავტორების შეფასებით, კოპენჰაგენის წარმატებას განაპირობებს  დანაშაულის დაბალი დონე, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარებული ველ ინფრასტრუქტურა, მაღალი ხარისხის განათლება და ძლიერი სოციალური სისტემა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი რეიტინგები სულ უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც საერთაშორისო ინვესტორების, ისე კვალიფიციური კადრებისა და გლობალური კომპანიების გადაწყვეტილებებზე. მაღალი შეფასების მქონე ქალაქები, როგორც წესი, უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას, საერთაშორისო ტალანტსა და ბიზნესს იზიდავენ, რაც მათ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს.

  • მსოფლიოს ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგი – 2026
  • კოპენჰაგენი, დანია – 98 ქულა
  • ვენა, ავსტრია – 97.1 ქულა
  • ციურიხი, შვეიცარია – 97.1 ქულა
  • მელბურნი, ავსტრალია – 97.0 ქულა
  • ჟენევა, შვეიცარია – 96.8 ქულა
  • სიდნეი, ავსტრალია – 96.6 ქულა
  • ოსაკა, იაპონია – 96.0 ქულა
  • ოკლენდი, ახალი ზელანდია – 95.9 ქულა
  • ადელაიდა, ავსტრალია – 95.8 ქულა
  • ვანკუვერი, კანადა – 95.7 ქულა.
<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები