LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა

452
Relise_Bog_AUTO

საქართველოს ბანკი მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს, მიიღონ ცოდნა, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკებს და განვითარდნენ პროფესიულად.

ამჯერად ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი მიზანი ორგანიზაციებში ეფექტიანი ლიდერობის როლის, მიდგომებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განხილვა გახლდათ.

შეხვედრას სახელწოდებით „ლიდერობა ორგანიზაციაში − ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია“ ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი და მენეჯმენტ კონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი უძღებოდა. ღონისძიებას 200-მდე ადამიანი დაესწრო.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, განსახილველი საკითხები წინასწარ შევსებული კითხვარის საფუძველზე შეირჩა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერთან ერთად განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, დაესვათ კითხვები და საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.

(R)