LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგ Honda Civic Type R 345 სიმძლავრის იქნება

36

გაძლიერებული ჰეჩბექის – Honda Civic Type R-ის შემდეგი თაობა 345 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Auto Express აქვეყნებს.

ახალი მოდიფიკაციის მოდერნიზებული ვერსია აღჭურვილი იქნება ოთხცილინდრიანი, ორლინტრიანი ტურბო ძრავით, რომელსაც 450 ნმ ბრუნის სისწრაფე ექნება. ავტომობილი წინამორბედისგან 35 ძალის ერთეულითა და 50 ნმ-ით განსხვავდება. მოდელი ასევე აღჭურვილია 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

აღსანიშნავია, რომ ახალი Civic Type R-ს  ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა ზუსტად 5 წამში შეუძლია, რაც 0.7 წამით სწრაფია წინამორბედის მაჩვენებელზე.

Honda Civic Type R-ის წინამორბედის პრემიერა ჟენევის მოტორშოუზე 2015 წლის მარტში შედგა. ჰეჩბექმა მაშინ 270 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. როდის მოხდება ახალი მოდიფიკაციის ოფიციალური პრემიერა ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები