რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თამუნა ჩადუნელი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერა „შენ გაჩუქე“ წარუდგინა.
თამუნა, როგორ აღმოჩნდი მუსიკის სფეროში?
დიდი ხანი არ არის, რაც ჩემი კარიერა დაიწყო. მუსიკალური ოჯახი გვაქვს, მამაც მუსიკოსია, ჩემი ძმაც მომღერალია – ავთო ჩადუნელი. მის შემოქმედებას კარგად იცნობს თქვენი მსმენელი. ჩემი დაიკოც მომღერალია.
უდიდესი მადლობა ჩემს პედაგოგს, ციური მჭედლიძეს, მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ის ნაბიჯები, რაც მე დღეს ამ სფეროში მაქვს გადადგმული.
ამჟამად რესტორანში ვმღერი. უფრო მეტის გაკეთება რომ გადავწყვიტე, პირველი სიმღერა ჩავწერე.
ვისაუბროთ სიმღერაზე „შენ გაჩუქე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
მუსიკა ციური მჭედლიძეს ეკუთვნის, ლექსის ავტორი უნიჭიერესი, ლეგენდა ქალბატონი, ნანა ცინცაძეა. სიმღერა პირადად ჩემთვის დაიწერა. ლექსი ზუსტად ისეთია, როგორიც მე მინდოდა. მინდოდა, სიმღერა სიყვარულზე ყოფილიყო. მასში არის ასეთი სიტყვები – „დამიძახე, რომ სიცოცხლე გაგიყო“ და ყველას ასეთ სიყვარულს ვუსურვებ. სიმღერის არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. ინსტრუმენტი, დოლი და დუდუკი მამას ეკუთვნის.
ქალბატონი ციური ყოველთვის მიბიძგებდა სიმღერის ჩაწერისკენ, მაგრამ რატომღაც, აქამდე ვერ განვახორციელე.
მიყვარს სიმღერა და მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ.
თამუნა ჩადუნელი – შენ გაჩუქე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თამარ ჩადუნელი – ნეტავ მართლა გყვარებოდი
თამუნა ჩადუნელი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”