LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ხარ ჩემთვის უდიდესი სითბო, სიყვარული და სიხარული, შენთვის მინდა ყველაზე დიდი ბედნიერება, სიყვარული და ჯანმრთელობა! უსაზღვროდ მიყვარხარ“ – დუეტ „ლეონის“ წევრი, ლევან წვერავა იუბილარია

160
დუეტი „ლეონი“

დუეტ „ლეონის“ წევრი ლევან წვერავა 8 აპრილს იუბილარია.

მეუღლემ, ნინი კენჭიაშვილმა სოციალურ ქსელში ლევან წვერავას იუბილე თბილი სიტყვებით მიულოცა.

ლევან წვერავას გაუმარჯოს. დღეს ჩემი საკუთარი ადამიანის დღესასწაულია. გილოცავ, ამ მნიშვნელოვან დღეს! შენს დაბადების დღეს. შენ ხარ ჩემთვის უდიდესი სითბო, სიყვარული და სიხარული, რომელსაც ირგვლივ ყველა გრძნობს, ვინც ჩვენ კარგად გვიცნობს . შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი. შენთვის მინდა ყველაზე დიდი ბედნიერება, სიყვარული და ჯანმრთელობა! კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველოდება წინ.
გისურვებ, რომ ყველა შენი ოცნება რეალობად იქცეს, რადგანაც შენ ამას იმსახურებ. გილოცავ დაბადების დღეს! უსაზღვროდ მიყვარხარ“, – ვკითხულობთ დუეტ „ლეონის“ გვერდზე.

ფოტო: „4 წლის წინ, ჩვენი 10 წლის ნანატრი სიყვარული დაიბადა…ჩვენო, უკიდეგანო სიყვარულო გილოცავ, გვახარებ და გვაბედნიერებ“ – „დუეტი ლეონი“

ლევან წვერავა: „რომ ვიტყვი ხოლმე, 42 წლის ვარ-მეთქი, ისეთი გაკვირვებულები მიყურებენ, უნდა ნახოთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები