LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა“ – WINE NESS

139
unnamed

WINE NESS ღვინის სტარტაპია, რომელიც  გათანამედროვებული დიზაინით აწვდის ქართულ ტრადიციულ ღვინოს მომხმარებელს. მათი მიზანი, ეტიკეტებით იმ ყოველდღიური ემოციების გადმოცემაა, რომელიც აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან. საერთო ჯამში კი ქმნიან ღვინოს, რომელიც პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებს მომხმარებელთან – პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია, მათი მთავარი პრიორიტეტია.

რეალურად, WINE NESS-ის შექმნის ისტორია და კონცეფციაც უკავშირდება ერთ იდეას  – ეს არის ურთიერთობების გამარტივება, ღვინის მნიშვნელობის გაზრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

ბაზარზე  2019 წლის აპრილში გამოჩნდნენ ქვევრის საფერავით, რომელიც იკრიფება და იწურება სოფელ ანაგაში. თუმცა კომპანიად ჩამოყალიბებას წინ უძვღოდა ვერ თქმული Je’teame(მიყვარხარ) . მათი ქართველი მეგობრის ისტორია, რომელსაც ფრანგი გოგო შეუყვარდა და ყველნაირი გზით ცდილობდა სწორად გამოეხატა ემოცია , აბსოლუტურად ყველა ბრუნვაში იყენებდა სიტყვა მიყვარხარს, მაგრამ ვერადავერ მიჰქონდა სათქმელი მასთან, სწორედ ამიტომ მოიფიქრეს , რომ ქართული ღვინო, რომელიც მათ ფრანგ სტუმარს ძალიან უყვარს, გადაექციათ  ერთგვარ მესიჯად და  ქართულმა ღვინომ  – ფრანგულად თქვა “მიყვარხარ”, ხოლო დანართის სახით დაამატეს : – „მეგობრული გულით არა“, რეალურად ამის წაკითხვა და  ფრანგი სტუმარის ყვირილი ერთი იყო, იმხელა ემოცია და მუხტი წამოვიდა, მიხვდნენ, რომ ეს იყო ის, რაც საზოგადოებას ჭირდებოდა . ხშირად  სათქმელის – პირდაპირ თქმა გვიჭირს ხოლმე. საერთო ჯამში, ღვინოს გათანამედროვებამ  გაამართლა და ხალხისგან ისეთი რეაქცია მიიღეს, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ   ღვინის წარმოებაზე.

თავიდან ეს ყველაფერი რესურსების სიმცირესთან იყო დაკავშირებული სახელის დასამკვიდრებლად კი გადაწყვიტეს  სოციალური ქსელების საშუალებით მოეზიდათ მომხმარებელი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველივე კვირებში შემოთავაზება მიიღეს ერთ ერთი კაფე-ბარისგან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა  ეტიკეტზე , და დიზაინის დახვეწაზე რათა მიუახლოვდნენ სტანდარტებს   და მცირე, თუმცა სიყვარულით სავსე პროდუქტი თქვენამდე მოიტანონ.

ღვინის დაგემოვნება  შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ასევე ბარნოვის 64, კაფე-ბარ „ზილიკოში“.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელს თვითონაც შეუძლია სახასიათო წარწერის მოფიქრება და მისი დატანა ბოთლზე.

თუ გინდათ ემოციებით სავსე ღვინო  შესაბამისი მესიჯით მაშინ : „For Lovers“ , რომელშიც შედის ეტიკეტები „Should Have Kissed You Longer“ , „ Drunk Enough To Say Love You“ “I Like You More Than I Planned”  შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ, გარდა რომანტიული ხასიათისა,  სახალისო ეტიკეტებიც მრავლად მოეპოვებათ, რომლებიც ნებისმიერი სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ, („Jesus touched my water” , “wine is the answer! What was the question?” და ა.შ.

WINE NESS – ის მთავარი ნიშა უშუალობა, პროგრესი და სტერეოტიპულად გამყარებული რთული მოცემულობების გამარტივებაა. ამიტომაც სამომავლოდ გეგმავენ ქართულ დამწერლობასაც შესძინონ ახალი მუხტი და ქართული პროზისა თუ პოეზიის ამონარიდებიც სწორი კუთხით და ემოციით  მიიტანონ მომხმარებლამდე – , რითაც კიდევ ერთ აგურს დადებენ  ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდის ხელშესაწყობად , როგორც ქართველ ახალგაზრდებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები