მომღერალი, ნინი ქარსელაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ პატრიარქთან საუბარს იხსენებს.
ნინი ამბობს, რომ უწმინდესის შესახებ ბევრი აქვს სათქმელი.
ნინი ქარსელაძემ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მძიმე პერიოდი, პატრიარქთან დიალოგი და მისი სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ პატრიარქთან ურთიერთობა ორ ნაწილად იყოფა, დედის ავადმყოფობამდე და მის შემდეგ:
„პატრიარქმა მითხრა: შენ ხომ გწამს და გჯერა, შენ არ გაგაწბილებს უფალიო…
ებრაელმა ექიმმა, ხათუნას ანალიზები რომ ნახა, მითხრა: „შენ სადაც ლოცულობ, ჩემზეც იქ ილოცეო…
ხათუნას ამბების მერე პატარა განსაცდელი მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რაზეც შევჩივლე პატრიარქს: „შენმა ლოცვამ ონკოლოგია დაამარცხა, წარმოგიდგენია უფალს როგორ ესმის შენიო, ყველაფერი კარგად იქნებაო…“ – იხსენებს ნინი ქარსელაძე.
