LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენს შემთხვევაში ექიმებისგან იყო პასუხი, ბოდიში, მაგრამ წადით სახლში, გააგრძელეთ ცხოვრება, სადამდეც იცხოვრებთ…“ – ნინი ქარსელაძემ საქველმოქმედო ფონდი ონკოპაციენტების დასახმარებლად ზუკა ხუციშვილთან ერთად დააფუძნა

844
ნინი ქარსელაძე

„იმედის დღის“ ეთერს სტუმრობდა მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელმაც ახლახან ონკოპაციენტების დასახმარებლად, ზუკა ხუციშვილთან ერთად, დააარსა საქველმოქმედო ფონდი სახელწოდებით „არ დანებდე“. ნინისთვის ინსპირაცია გახდა დედის, ხათუნა ჟორდანიას დიაგნოზი.

ნინი ქარსელაძე:

მთელი ღამე გავათენე გუშინ, იმდენად ვნერვიულობ… ძალიან სიმბოლურია დღეს ამ ტელევიზიაში რომ ვისაუბრებ ამ ფონდზე. იმ ტელევიზიაში, რომელიც შექმნა ბადრი პატარკაციშვილმა, ადამიანმა, რომელიც სიკეთეს აკეთებდა ხმაურის გარეშე. ერთ-ერთი პირველი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღემდე აგრძელებს სიკეთის კეთებას. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ლუკმა-პურს უყოფენ სხვებს.

ექვსი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ აქამდე მივსულიყავი. ძალიან მინდოდა, რომ ეს ფონდი ყველასთვის ყოფილიყო. ჩემი გამოცდილება და ის, რაც დღემდე ვისწავლე, ადამიანებისთვის დახმარებად ქცეულიყო. ასეთი პაციენტებისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ ვისწავლე ამ გზაზე…

ფონდი დააკვალიანებს პაციენტებს, მოიძიებს თანხებს. ჩვენ არ ვანაცვლებთ სახელმწიფოს, ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება ასეთი პაციენტებისთვის. არსებობს რიგი კვლევები, რაც არ კეთდება საქართველოში და შევეცდებით, ეს ნიშა შევავსოთ. მაშველი რგოლი ვიქნებით სახელმწიფოსთვის…

ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორ ექიმთან მისვლა. ბევრ რჩევას ვიღებდი, მაგრამ გადაწყვეტილებები მე მივიღე, მე ავიღე ეს პასუხისმგებლობა.

ძალიან მინდოდა, რომ ზუკა აქ ყოფილიყო. ის საბჭოს ერთ-ერთი წევრია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდის თანადამფუძნებელს, რომელიც იმყოფება თურქეთში. ადამიანებს ეხმარება უკვე ბევრი წელია და სურდა, რომ ფართო მასშტაბები შეეძინა.

მინდა, რომ ყველა ადამიანს ერთი რამ ავუხსნა, ეს დაავადება არ არის განაჩენი, ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. ჩვენს შემთხვევაში ექიმებისგან იყო პასუხი, ბოდიში, მაგრამ წადით სახლში, გააგრძელეთ ცხოვრება, სადამდეც იცხოვრებთ… დიდი წამება და წვალება გავიარეთ ერთად მე და ხათუნამ, ოჯახის წევრებმა, ჩვენ გვერდში მყოფმა ადამიანებმა, მაგრამ არ უნდა დანებდე, არ უნდა შეუშინდე, თუ არ შეშინდები, თავად მიდის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები