გავრცელებულ ინფორმაციას ნინი ქარსელაძესა და მარიკა თხელიძეს შორის არსებული სავარაუდო კონფლიქტის შესახებ, ნინი ქარსელაძე პასუხობს.
გადაცემა „სარკასტიკის“ ეთერში, წამყვანების საპასუხოდ, მომღერალმა ყოველგვარი დაპირისპირება უარყო და აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში მეგობრების სიიდან წაშლის მიზეზი მისთვის უცნობია.
ნინი ქარსელაძე:
„მსგავსი არაფერი მომხდარა, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ჩხუბი… რაც ასაკი გემატება, მე მგონი, ადამიანი ცოტა სხვა იმაში გადადიხარ რომ არავისთან ჩხუბი არ არის აუცილებელი , შეგიძლია რომ გაატარო და დაზოგო ენერგიები…
აღარ გვაქვს კონტაქტი, აღარ ვმეგობრობთ ცოტა ისეთი ნათქვამია… მართლა არაფერი მომხდარა, ხათუნას ჯანმრთელობას გეფიცებით და თუ რამე მოხდა უბრალოდ მე არ ვიცი მე არ წამიშლია [ინსტაგრამიდან]…
მე მგონი მარიკასთან უნდა გადაამოწმოთ ეგ ყველაფერი, რადგან მართლა არაფერი ვიცი“
წამყვანები დაუკავშირდნენ მომღერალ მარიკა თხელიძესაც:
„რა მოხდა ამაზე ვერ ვისაუბრებ, არავისთან ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ზოგადად, შეიძლება ადამიანები მეგობრები აღარ იყვნენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი ყველაფერს, რაც იყო, აქედან გამომდინარე, თავს უფლებას არ მივცემ, დეტალებში შევიდე… აღარ ვმეგობრობთ“
გადაცემა იხილეთ სრულად ლინკზე.
