მომღერალი ნინი ქარსელაძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია, სადაც მეუღლესთან დაშორების შესახებ საუბრობს.
წამყვანის კითხვაზე, „შენ როგორც გინდა, ისე გვიპასუხე: რატომ დაინგრა შენი ქორწინება?“ – ნინი ქარსელაძემ უპასუხა:
„კი, არ მაქვს პრობლება, თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე. ერთი, რასაც გეტყვი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება. მაგრამ გამოცდილება ძალიან დიდი და კარგი მივიღე. 2 წელზე მეტია, განქორწინებულები ვართ“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.
ცნობისთვის, მომღერალ ნინი ქარსელაძის ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი თაზო (თამაზ) ჯახუტაშვილი იყო.
