LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პირველი, ვისაც ხათუნას ხელი სთხოვა, მე ვიყავი. ამით უკვე ჩემი გული მოიგო“ – ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძეზე

257
2026-07-16_01-00-38_821274

„ქუჩის ბიჭები“ და მათი ახლობელი ადამიანები გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმრები არიან, სადაც ერთმანეთის გაცნობის ისტორიებს იხსენებენ.

როგორც ნინი ქარსელაძე ამბობს, ზურა ხაჩიძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და მათი აზრები თითქმის სრულად ემთხვევა.

მომღერლის თქმით, ზურას ხათუნა ჟორდანიას ხელი ჯერ მას სთხოვა და ამით მისი გული მოიგო.

„განსაკუთრებული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ზურასთან მქონდა. მას დედაჩემი მოსწონდა და ოთხივე მათგანი თბილები არიან. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ზურას განსაკუთრებით იმიტომ გამოვყოფ, რომ 7 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი და აგერ უკვე 26 წელია, რაც ერთ სახლში ვცხოვრობთ. ყველაფერში მე და ზურა უფრო ერთ აზრზე ვართ, ვიდრე ხათუნა და ანასტასია.

პირველი, ვისაც ხათუნას ხელი სთხოვა, მე ვიყავი. ამით უკვე ჩემი გული მოიგო. ამდენი წლის თავზე ასეთი სიყვარული რომ შეუძლია, ჩემთვის ზურა სამაგალითოა“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.

„პირველი ფოტო, რომელიც ჩვენი შეხვედრისას გადავიღეთ“ – როგორ ულოცავს დაბადების დღეს ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძეს

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო გოგო“, „მიყვარხარ“ – როგორ აღნიშნა ნინი ქარსელაძემ დაბადების დღე

„დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა!!! მიყვარხარ და მინდა იყო ყველაზე ბედნიერი და წარმატებული!“ – ზურა ხაჩიძის მილოცვა იუბილარ ნინი ქარსელაძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები