ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი მყარი ოჯახის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი წარმატება მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას დამსახურებაცაა:
„ოჯახის სიმტკიცისთვის მთავარი გულწრფელი ურთიერთობა, ერთმანეთის პატივისცემაა. ყოველი შემდგარი, მაგარი კაცის უკან ჭკვიანი, მოსიყვარულე ქალი დგას, ამიტომ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მარტო შენი დამსახურება არ არის, თუ შენ ხარ ცნობილი, წარმატებული, ეს მეუღლის დამსახურებაცაა…
მეც ბევრი რამ ვისწავლე ხათუნასგან და მანაც – ჩემგან. როცა საჭირო იყო, ხან მე ვთმობდი, ხან – ის. როცა ერთ უღელში ხართ შებმული, ერთი მიმართულებით უნდა მიდიოდეთ. პატივისცემა, სიყვარული არის ოჯახის სიმტკიცის საფუძველი…“
