LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამთილ-მამამთილს დიდ პატივს ვცემ იმისთვის, რომ არასდროს ერევიან ჩემს პირად ცხოვრებაში…“ – რატომ არ აიყვანა ძიძა ნუკი კოშკელიშვილმა

111
--2023-07-10_12-03-03_538106

ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოშია, ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება, როგორი დამოკიდებულება აქვს მეუღლის, ბენის დედასა და მამასთან.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს დედამთილს და ისიც ძალიან დიდ პატივს მცემს. ერთობლივად ვართ ძალიან ბედნიერები. პირად ურთიერთობაში საერთოდ არ ერევიან. ბევრი ზღვარია, რომლის იქითაც არც ერთი მხარე არ გადავალთ…

ჩემი მეუღლე თავიდან ბოლომდე ჩართულია ორივე ბავშვის აღზრდაში.

ძიძა არ გყავთ?

არა. მსიამოვნებს ბავშვებთან ერთად ყოფნა, ამიტომ ვამჯობინე, მე ვიყო ჩემს შვილებთან, ვიდრე სხვა ადამიანი.

ხომ არ გეგმავთ მესამე შვილის გაჩენასაც?

არა, არ მგონია, ჯერჯერობით ორი შვილი მყავს და ამ ეტაპს ვეგუებით. ვცდილობ, მოვერგო ამ ახალ რეალობას. ძალიან მომზადებული შევხვდით მეორე ბავშვის დაბადებას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები