LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევაჯამოთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

22

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი დასრულდა და გარკვეული შეჯამება უკვე შესაძლებელია. აქ წარმოგიდგენთ ჯგუფური ეტაპის რამდენიმე ძირითად შედეგს.
ჯგუფური ტურნირზე ყველაზე მეტი ქულა მადრიდის ”რეალმა” დააგროვა – 16 ქულა;

”რეალმა” და ”ბაიერნმა” ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს – 19 გოლი;

ყველაზე ცოტა ქულა თელ-ავივის ”მაკაბიმ” დააგროვა – 0 ქულა;

ყველაზე ცოტა გოლი ”მაკაბისა” და ”მალმიოს” ფეხბურთელებმა გაიტანეს – თითო გოლი;

ყველაზე ცოტა გოლი პსჟ გაუშვა – 1 გოლი;

ყველაზე მეტი გოლი საკუთარ კარში ”მალმიომ” მიიღო – 21 გოლი;

გუნდები, რომლებსაც გავარდნის უნდა შერცხვეთ – ”მანჩესტერი” და ”ვალენსია”;

გუნდები, რომლებიც საკუთარ თავს გადაახდნენ – ”გენტი” და პსვ;

რონალდომ ჯგუფური ეტაპის შედეგიანობის ახალი რეკორდი დაამყარა – 11 გოლი;

საუკეთესო ასისტენტები გახდნენ – ისკო (რეალი), ჩალჰანოღლუ (ბაიერი) და კომანი (ბაიერნი) – 5 გადაცემა;

ყაზახეთის წარმატებული დებიუტი – ”ასტანამ” 4 ქულა მოაგროვა, თან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა;

”რომამ” ”ზენიტის” ანტირეკორდი გაიმეორა, პლეი-ოფში მხოლოდ 6 ქულით გაძვრა;

”გენტი” გახდა პირველი ბელგიური გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა;

ცსკა-ს მეკარე იგორ აკინფეევმა გაშვებული გოლების სერია 33 მატჩამდე გაზარდა (37 საკვალიფიკაციო მატჩების ჩათვლით);

რონალდო, ბენზემა, ლევანდოვსკი, ჟირუ – ამათმა ჰეთ-თრიკი შეასრულეს, რონალდომ ”მალმიოსთან” პოკერიც კი მიითვალა;

ბენზემა პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორი ”იდეალური ჰეთ-თრიკი” ჩაიწერა აქტივში – გაიტანა თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით;

”რეალმა” გაიმეორა ”ლივერპულის” რეკორდი, მოიგო რა ანგარიშით 8:0.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები