LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყდა თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი?

59

გუშინ სოც-ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იაპონიიდან იმპორტი უკვე აიკრძალა ან შეიზღუდა. შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სხვა რეგულაციებთან ერთად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას ითვალისწინებს, ჯერჯერობით ძალაში არ შესულა.

ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე კერძო დილერს გავესაუბრეთ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ავტომობილების შეძენა კვლავაც შესაძლებელია.

”ვიდრე კანონს მიიღებენ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ავტომობილების შეძენას. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამოქმედდება, თითოეული დილერი, რომელიც იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეძენით არის დაკავებული სხვა ”სამსახურს” გამონახავს” – აცხადებენ დილერები.

როგორც ჩანს, კონკრეტულმა პირებმა, რომლებიც ავტომობილების შესყიდვით იყვნენ დაკავებულები, ნაადრევად შეწყვიტეს ავტომობილების შეძენა. ოფიციალურად ავტომობილების შეძენა კანონის ამოქმედებამდე იქნება შესაძლებელი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, 1 მარტიდან აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, თუმცა ეს არ შეეხება გზაში მყოფ ან საქართველოში უკვე ჩამოსულ ავტომობილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები