LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ფრენების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა

100

მომავალი სამი წლის განმავლობაში შიდა ფრენების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ გადაცემა “საქმის კურსს” განუცხადა, ზაფხულის სეზონამდე ყველა ფრენა დაგეგმილია.

“შიდა ფრენებს ჩვენ ვახორციელებთ მესტიის მიმართულებით, მესტია-ქუთაისის მიმართულებით, ასევე ამბროლაურის მიმართულებით. ამ ეტაპზე ზაფხულის სეზონამდე გრაფიკი სრულად არის გაწერილი და არცერთ რეისს საშიშროება არ ემუქრება”, – აღნიშნა ალექსიძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ითვალისწინებს მომავალი 3 წლის განმავლობაში ფრენების სპექტრს, მათ შორის რაჭა-ამბროლაურის მიმართულებით.

”ტენდერის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა დღგ-ს გარეშე. თუმცა, ვაჭრობის ფასი როგორც იქნება ვერ გეტყვით, ამას გამოაკლდება ბილეთების რეალიზაციის ფასი”, – განმარტა ქეთი ალექსიძემ.

ცნობისთვის, სვანეთის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ ახორციელებს, რომელთან დადებულ ხელშეკრულებასაც ვადა გასდის.