LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიში და პანიკა

102
შიში და პანიკა

შიში – შესაბამისი რეაქციაა გარეგან საფრთხეზე, რაც იწვევს ფიზიოლოგიური ქცევის ცვლილებებს. ეს არის საპასუხო რეაქცია, სანამ ქვეცნობიერი გადაწყვეტს მოცემულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს, შეებრძოლოს თუ გაიქცეს. ფსიქოლოგიაში იგი განიხილება, როგორც ადამიანის თანდაყოლილი ემოცია, რომელიც ახდენს ადამიანის დამცველობითი მექანიზმების მობილიზებას. ორგანიზმის ამ  ავტომატურ პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თუ ადამიანი შიშს არ გრძნობს, ვერ შეძლებს დაიცვას თავი რეალური საფრთხეებისგან. შიში იწყება სენსორული ორგანოების (თვალები, ყურები, კანი) მიერ აღქმული სტრესული სტიმულის გადაცემით და მთავრდება ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებით, რომლებიც წარმოქმნიან სხეულის რეაქციათა ჯაჭვს, როგორიცაა: გულისცემის გახშირება, კანკალი, ცივი ოფლი, დიარეა, სუნთქვის გახშირება, კუნთების სპაზმი, თავბრუსხვევა და ა.შ.

არსებობს ორნაირი შიში – ბუნებრივი და პათოლოგიური შიშები. შიშების წარმოშობის  გამომწვევი მიზეზებია: ორგანული პათოლოგიები, მემკვიდრეობითი ფაქტორი, სტრესული ფაქტორი. გამოყოფენ ხუთ ძირითად შიშს, რომლებიც წარმოადგენენ კლასტერს სხვა შიშების პროვოცირებისთვის. ეს არის: სიკვდილის ანუ განადგურების შიში,  სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს მთლიანობის გადაგვარების შიში, სხეულის დამბლა, შეზღუდული გადაადგილება, განშორების შიში, დამცირების შიში.  როდესაც მუდმივი შიშია, სიტუაციის, საქმიანობის, ადამიანის ან ცხოველის მიმართ, მას ფობია ეწოდება. გახანგრძლივებული შიში არის როგორც ემოციური, ასევე ფიზიკურად გამოხატული, რაც ხელს უშლის ადამიანს ჩვეულებრივი საქმიანობის წარმატებით შესრულებაში. ფობიების დროს აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც შემდეგი კლინიკური ნიშნებით არის წარმოდგენილი: გულისცემის მომატება, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება და სხვა სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკური შეტევები.

პანიკა არის შიშის უეცარი შეგრძნება, მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მას შეუძლია რაციონალური აზრი შეცვალოს  შფოთვითი გრძნობებით. პანიკა გვხვდება როგორც ცალკეულ ადამიანებში, აგრეთვე  ადამიანების დიდ ჯგუფებში, რასაც მასობრივი პანიკა ეწოდება. ემოციების მართვის პროცესში გამოიყენება ფსიქო, ფიზიო და ფარმაკოთერაპია. დოქტორმა ბახმა მოახდინა პიროვნების 38 ემოციური მდგომარეობის იდენტიფიცირება, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ემოციების მიხედვით მან შექმნა პრეპარატები, რომლებიც კლასიფიცირდება  7 ჯგუფად: შიში, თავდაუჯერებლობა, ინტერესის დაკარგვა აწმყოს მიმართ, მარტოობა, ჰიპერმგრძნობელობა გარემო ფაქტორების ზეგავლენის მიმართ, უიმედობა, გადამეტებული ზრუნვა სხვებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები