Porsche-მ თერთმეტ ჩვეულებრივ შტუტგარტელს საშუალება მისცა სპორტქარ 911-ის ექსკლუზიური მოდელით ესეირნათ. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ავტომობილი არ იყიდება და ის ბრენდის მუზეუმში ინახება. საუბარია Porsche-ს მემილიონე ეგზემპლარზე, რომელიც Porsche Exclusive-ის განყოფილებამ გააუმჯობესა.
მემილიონე პორშე 911 კონვეირიდან ამა წლის მაისში გამოვიდა. ექსტერიერისა და სალონის დიზაინი ზუსტად ისეთია, როგორიც სულ პირველ 911-ს ჰქონდა, რომელიც თავად ფერდინანდ პორშეს საკუთრება იყო. ავტომობილი განსაკუთრეებულ მწვანეშია გადაწყვეტილი, სავარძლებზე გადაკრული ტყავი და კუბოკრული ქსოვილი ხელით არის შეკერილი.
გარდა ამისა, ავტომობილს აქვს: წითელი ხით გაწყობილი საჭე, მოწყობილობათა პანელის მწვანე განათება და დაფა წარწერით 1 000 000.
ექსკლუზიური სპორტქარი სამლიტრიანი ტურბირებული ძრავითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი, რომელიც 450 ცხენის ძალას ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 312 კმ/სთ აქვს.