ბოლიდი Ferrari F2001, რომლითაც მიხაილ შუმახერმა 2001 წელს მონაკოს გრან პრი მოიგო, ხოლო უნგრეთში მეოთხედ მოიპოვა ფორმულა ერთის ჩემპიონის ტიტული, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ფორმულას თანამედროვე ავტომობილი გახდა. RM Sotheby’s-ზე მასში 7 504 000 დოლარი გადაიხადეს.
ავტომობილი, შასის ნომრით 211, სრულიად გამართულია და მზად არის რბოლაში მონაწილეობის მისაღებად. მყიდველს კომპანია ფერარიმ მარანელოს ტექნიკურ ცენტრში ავტომობილის მოვლა და შენახვაც სესთავაზა, ასევე ფერარი უზრუნველყოფს ავტომობილის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გარდა ამისა, მარკა მზად არის ახალ მფლობელს ტექნიკოსებისა და ტესტ-პილოტების საკუთარი გუნდი მოუმზადოს.
აუქციონი ნიუ-იორკში გაიმართა და ის იტალიური ავტომწარმოებლის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.