LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედებს ძველი წინდების და თეთრეულის გადაყრა აუკრძალეს

112
შვედებს ძველი წინდების და თეთრეულის გადაყრა აუკრძალეს

შვედეთში 2025 წლიდან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენთან ერთად ტექსტილის გადაყრაც აიკრძალება. ძველი ტანსაცმელი, წინდები, თეთრეული და პირსახოცები ამიერიდან სპეციალურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს და გადასამუშავებლად გაიგზავნოს, წერს The Guardian.

თავიდან ტექსტილის დახარისხებასა და გადამუშავებას თავის თავზე მუნიციპალიტეტი აიღებს. თუმცა, არ არის გამორიცხული რომ ცოტა ხანში ევროპულმა პარლამენტმა ხმა მისცეს ახალ კანონს, რომელიც ამ ვალდებულებას თავად მწარმოებლებს დააკისრებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის გეგმის მიხედვით 2024 წლისთვის ტექსტილის ნარჩენის 33% მაინც უნდა გადამუშავდეს და გარემო აღარ დააბინძუროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები