შვედეთი Airbnb-ზე გამოიტანეს. ტურიზმის სააგენტომ და ბინების გაქირავების პორტალმა წამოიწყეს ახალი პროექტი – Visit Sweden, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს რომ მთელი ქვეყანა უფასოდ დაიქირავონ. შვედეთში არსებობს უამრავი ბუნებრივი ნაკრძალი, რომელთა მონახულებაც ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასოა, ხელისუფლებამაც გადაწყვიტა რომ ამის შესახებ მთელ მსოფლიოს ამცნოს. ქვეყნის ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია, მაღალი მთები, ტბებითუულამაზესი ოაზისები – შვედეთი ვიზიტორებს მართლაც ბევრ სიურპრიზს უმზადებს. ამიტომ, მისი ნახვის შანსი ყველა ადამიანმა უნდა გამოიყენოს.