შვედეთის ქალაქ ფალკენბერგში დაამონტაჟეს ბიო დინამიკური ქუჩის განათება, რომელიც არც ადამიანების და არც ცხოველების ძილს არ დააფრთხობს. სიახლის შესახებ eda.admin წერს.
ასეთი განათება დაახლოებით 12,5%-ით ბნელდება მაშინ, როცა ახლო მახლო არავინ არ არის. როდესაც ლამპიონთან ვინმე გამოჩნდება, ნათურას ჩვეული სიკაშკაშე უბრუნდება, რათა გზა თუ ტროტუარი გაანათოს. თუკი მოძრაობა იკარგება, შუქი ისევ ნელ-ნელა ქრება.
სინათლის დაბინძურება ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის და ცხოველების ჯანმრთელობაზე. არასაკმარისად ბნელი ღამეების გამო ცოცხალს ორგანიზმებს „ძილის ჰორმონის“ – მელატონინის გამომუშავება უჭირთ. შედეგად ადამიანები თუ ცხოველები უძილობით იტანჯებიან, რაც დეპრესიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი ხდება.
ევროპული ქალაქები თუ სახელმწიფოები აქტიურად ებრძვიან შუქის დაბინძურებას. მაგალითად, ამსტერდამის მერიამ ადგილობრივებს ზედმეტად მკვეთრად მოკაშკაშე ქუჩის განათებაზე ჩივილი სთხოვა.