შვედეთში სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, რომ უარი თქვან საგანმანათლებლო შეფასების სისტემაზე A-დან F-მდე, სადაც A უმაღლესი ცოდნის ნიშანია, F კი – ძალიან დაბალი შეფასებაა. სისტემა სავარაუდოდ 1-დან 10-მდე ქულებით ჩანაცვლდება, წერს Sweden Herald.
ამჟამინდელმა შეფასება F-მა მოსწავლის მომავალზე შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს და სწავლის შესაძლებლობაც კი წაართვას. ცუდი ნიშნების გამო მოსწავლეები ძალიან დიდ სტრესსაც განიცდიან და სამომავლოდ მოტივაციასაც კარგავენ.
ახალი სისტემა 1-დან 10-მდე კი ბევრად უფრო მოქნილი იქნება. მაგალითად, დაბალი ქულებიც (1-3) კი არ ჩაითვლება ჩამჭრელად და მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ მოსწავლის ცოდნა მოსალოდნელზე დაბალია.
ახალი შკალა მოსწავლის რეალურ ცოდნას უკეთ ასახავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სწავლის პროცესში სირთულეებს აწყდება, თუმცა სამომავლოდ განათლების მიღება სურს.
რეფორმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ხელისუფლება დამატებითი განხილვების შემდეგ მიიღებს.