LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში ფსიქოლოგიურ მოძალადეებს ციხეში ჩასვამენ

106
შვედეთში ფსიქოლოგიურ მოძალადეებს ციხეში ჩასვამენ

შვედეთის მთავრობამ წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – ახლო ურთიერთობებში ფსიქოლოგიური ძალადობის მძიმე დანაშაულად აღიარება.

თუ კანონს მიიღებენ, სისტემატური შეურაცხყოფისთვის, მუქარისთვის, კონტროლისა და იძულებისთვის მოძალადეს შეიძლება 4 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. სიახლის შესახებ Sweden herald-ი წერს.

ამჟამად მსგავსი ქმედებები ხშირად დაუსჯელი რჩება, რადგან მათი იდენტიფიცირება და კლასიფიცირება რთულია. ახალი კანონი სამართალდამცავებს საშუალებას მისცემს, ფსიქოლოგიურ ძალადობა უკეთესად განსაზღვრონ და დამნაშავე პირები მისცენ პასუხისგებაში გადასცენ.

ბავშვების დაცვა – პრიორიტეტია

კანონპროექტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების დაცვას:

თუ ბავშვი ფსიქოლოგიური ძალადობის შემსწრეა – ეს ცალკე დანაშაულად ჩაითვლება, როგორც „ბავშვის სიმშვიდის დარღვევა“.

ასევე, მსგავს ქმედებებს გაითვალისწინებენ ძალადობისა და შევიწროების საქმეების განხილვისას.

კანონპროექტის მიღებას 2026 წლის ივნისისთვის ელოდებიან.

ინიციატივის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ისეთივე მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, როგორც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები