LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში ინფარქტიან პაციენტებს დრონების დახმარებით გადაარჩენენ

69
christopher-beloch-p2fbiamibqk-unsplash-1

შვედეთის ექსტრემალურ სამსახურებში დრონები დაასაქმეს – მათი დახმარებით ინფარქტის მქონე პაციენტებთან დეფიბრილატორები მიაქვთ. პირველმა საცდელმა ფრენებმა აჩვენა, რომ მოწყობილობას პაციენტთან აღჭურვილობის მიტანა 3,5 წუთში შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა მედიკოსების მისვლამდე იქნება შესაძლებელი.

დრონი-ექიმების სადგურები მთელს ქვეყანაში განთავსდება. მოწყობილობებს სუპერ მსუბუქი დეფიბრილატორებით აღჭურავენ და მათი მიტანა მფრინავ აპარატებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

დრონის მარშრუტს ექსტრემალური სამსახურის ოპერატორი ადგენს. ამისათვის სპეციალისტს დაახლოებით 30 წამი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დრონებს საბერძნეთის სასწრაფო დახმარების სამსახურიც იყენებდა და რთულად მისადგომ ადგილებში პაციენტებს წამლებს უგზავნიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები