შვედეთის ერთ-ერთი ქალაქი მაცხოვრებლების მოზიდვას ცდილობს და მიწებს 1 კრონად (0.088 ევრო) ყიდის. The Local-ის ინფორმაციით, ეს ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაა.
ქალაქი იოტენე, რომლის მოსახლეობაც 5 ათასი ადამიანიც კი არ არის, ძალიან მონდომებულია, რომ შობადობის კლება როგორმე გაანეიტრალოს.
როგორც ქალაქის მერმა დააზუსტა, მიწის ნაკვეთის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „არ არსებობს არანაირი წესები და მოთხოვნები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მიწის შეძენა სურს. ფანტასტიკური იქნებოდა, თუკი უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს ჩვენთან მიწის შეძენით დავაინტერესებდით.“
ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაინტერესებული პირების მიმართ ექნებათ არის ის, რომ მიწის ყიდვიდან 2 წლის ვადაში მათ სახლის შენება უნდა დაიწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიწა ისევ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.
დიდი ალბათობით, სახლის შენება საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდება. შვედეთში საპროცენტო განაკვეთები მცირდება, თუმცა ოჯახები უძრავი ქონების შეძენას კვლავინდებურად დიდი სიფრთხილით უყურებენ.
აქცია ერთი თვეა რაც დაიწყო და მიწის შეძენის სურივლი 20-მდე ადამიანმა გამოთქვა, მათგან სამმა განძრახვა სისრულეში მოიყვანა.