LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიელი დისტანციის დარღვევისთვის 100 ათას დოლარით დააჯარიმეს

105
შვეიცარიელი დისტანციის დარღვევისთვის 100 ათას დოლარით დააჯარიმეს

შვეიცარიელი მძღოლი დისტანციის დარღვევისთვის 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ასეთი მკაცრი სასჯელი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ქვეყანაში ფულადი ჯარიმების ოდენობა კანონდამრღვევის შემოსავალთან პირდაპირ კავშირშია. იმის გამო, რომ ავტომფლობელი მილიონერია, სასამართლომაც ასეთი დიდი თანხის დაკისრება გადაწყვიტა. ამასთან, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში მძღოლს თანხის დიდი ნაწილის შენარჩუნება შეუძლია.

შვეიცარიის პოლიციამ კანონდამრღვევი საგზაო კამერების დახმარებით იპოვა. სამართალდამცავებმა კადრებში ნახეს, რომ ავტომფლობელი წინ მიმავალ ავტომობილთან ძალიან ახლოს მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტს ავარია არ გამოუწვევია, პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა მაინც დააფიქსირა.

მძღოლმა ჯარიმის გასაჩივრება სცადა, თუმცა მოსამართლე შეუვალი იყო. გარდა მთავარი ჯარიმის – 110 ათასი დოლარისა, შვეიცარიელს დამატებით კიდევ 15 ათასი დოლარის, სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაც მოუწევს. თუმცა, მამაკაცი ამ თანხის დიდი ნაწილის შენარჩუნებასაც შეძლებს, თუკი უახლოესი 2 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები