LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჩქარის გადაჭარბებაში დამნაშავეა „ფორსაჟი“

63

გამოცემა The New York Times-მა კვლევა ჩაატარა და დაადგინა რა გავლენას ახდენს „ფორსაჟის“ ფილმების ყურება სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ დარღვევათა რაოდენობაზე. ამისათვის გამოცემამ 192 892 ჯარიმა გააანალიზა, რომლებიც მონტგომერის რაიონში, მერილენდის შტატში 2012-დან 2017 წლამდე გამოიწერა.

ჯარიმების შედარებისას ფილმის პრემიერამდე სამი კვირით ადრე და პრემიერიდან სამი კვირის შემდეგ, დარღვევათა საშუალო რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. ამასთან, ფილმის გამოსვლის შემდეგ გაორმაგდა იმ მძღოლების რაოდენობა, რომლებმაც სიჩქარეს 40 მილი/საათით გადააჭარბეს.

გეომონაცემების გამოყენებით, ჟურნალისტებმა განსაზღვრეს, რომ ასეთი დარღვევების უმრავლესობა მსხვილი კინოთეატრების სიახლოვეს დაფიქსირდა. ასევე, გამოცემამ განმეორებითი კვლევა ჩაატარა და მიღებული მონაცემები იმ წლებს შეადარა, როდესაც ფილმის ახალი სერიები არ გამოსულა. თუმცა, ჯარიმების რაოდენობა ამ წლებში არ გაზრდილა.

ამ მომენტისთვის „ფორსაჟის“ რვა ნაწილია გამოსული. ბოლო ნაწილი გასული წლის აპრილში გამოვიდა. ფილმის სალარო შემოსავლებმა 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები