LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცხე ქალებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე მამაკაცებისთვის – ახალი კვლევა

48
Capture

მაღალი ტემპერატურა ქალებისთვის ზედმეტად საშიში ყოფილა და უფრო მეტიც, გარდაცვალების რისკიც უფრო მაღალია. ორ სქესს შორის ასეთი სხვაობა გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ოფლის გამოყოფის განსხვავებულ ინტენსივობას უკავშირდება. ასეთი დასკვნა ნიდერლანდელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს, the Guardian-მა კი გაავრცელა.

საქმე ისაა, რომ ქალები ორჯერ უფრო ნაკლებ ოფლს გამოყოფენ, ვიდრე კაცები, ამიტომ სხეული სიცხეს უფრო მეტად ინარჩუნებს. გარდა ამისა, ქალებში გულ-სისხლძარღვთა სისტემა მეტი დატვირთვის მუშაობს, რაც მეტ რისკთანაა დაკავშირებული.

სპეციალისტებმა კვლევა 2003 წელს საფრანგეთში ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ სიცხის გამო გარდაცვლილთა შორის ქალები 15%-ით მეტი იყვნენ, ამასთან ცდისპირთა ასაკი ერთნაირი იყო. მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ასაკოვან მანდილოსნებს ვნებს, თუმცა ასაკი ყველაზე მთავარი რისკ-ფაქტორი არ არის. ექსპერიმენტის ფარგლებში ისიც გამოიკვეთა, რომ მოხუცი ქალები უფრო ხშირად მარტო ცხოვრობდნენ და თანატოლ მამაკაცებთან შედარებით საოჯახო საქმიანობაში უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები